კულინარიული გამოცდილება

გუდაური ლოჯი აერთიანებს ავთენტურ ქართულ გემოსა და თბილ, მეგობრულ სივრცეებს, რომლებიც ხალისიანი შეკრებებისა და დასვენებისთვის არის შექმნილი. მშვიდი დილა, ენერგიული საღამო, ღვინო ბუხართან თუ après-ski კოქტეილი ღია ტერასაზე — აქ ყოველთვის გემრიელი, სასიამოვნო და სტუმართმოყვარე გარემო დაგხვდებათ.

რესტორანი

სამუშაო საათები

საუზმე: 08:00 – 11:00
სადილი & ვახშამი: 12:00 – 23:00

გუდაური ლოჯის რესტორანი ზღვის დონიდან 2000 მეტრზე მდებარეობს და ტრადიციულ ქართულ სამზარეულოს თანამედროვე ხედვით წარმოგიდგენთ. ადგილობრივი, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით მომზადებული კერძები ავთენტურ გემოსა და კომფორტულ საკვებს ერთ სივრცეში აერთიანებს. მყუდროგარემო კი თითოეულ კერძს განსაკუთრებულ კულინარიულ გამოცდილებად აქცევს.

მენიუს ნახვა

ლობი ბარი

სამუშაო საათები: 10:00 – 00:00

სასტუმროს მთავარი თავშეყრის ადგილი ჩვენი ლობი ბარია. აქ ქართული ღვინის, საავტორო კოქტეილებისა და წასახემსებლების მრავალფეროვანი არჩევანი გელით. ბუნებრივი სინათლითა და მთის ხედებით გამორჩეული სივრცე იდეალურია შეხვედრებისთვის, მნიშვნელოვანი მომენტების აღნიშვნისთვის ან უბრალოდ მთის თავგადასავლებს შორის მცირე პაუზისთვის.

მენიუს ნახვა

Après-ski ბარი

სამუშაო საათები

საუზმე: 08:00 – 11:00
სადილი & ვახშამი: 12:00 – 23:00

სათხილამურო ტრასა პირდაპირ ჩვენს ტერასაზე მოგიყვანთ. თოვლიანი მწვერვალებით გარშემორტყმულ Après-Ski ბარში ღია ცის ქვეშ, ჩვეული სტუმართმოყვარეობით, მუსიკით, საუკეთესო კოქტეილებით და კერძებით გიმასპინძლებთ.

მენიუს ნახვა

აუზის ბარი

სამუშაო საათები: 10:00 – 00:00

განიტვირთეთ აუზთან მსუბუქი წასახემსებლებით, ახლადდაწურული წვენებითა და კოქტეილებით ულამაზესი პეიზაჟების ფონზე.

მენიუს ნახვა