რელაქსი

გუდაური ლოჯი მხოლოდ სათხილამურო თავგადასავლებით არ შემოიფარგლება. აქ აღმოაჩენთ სივრცეებს, სადაც შეგიძლიათ დაისვენოთ, განიტვირთოთ და სასიამოვნოდ გაატაროთ დრო როგორც ძველ, ისე ახლადშეძენილ მეგობრებთან ერთად.

ენოთეკა

საქართველო ღვინის სამშობლოა — 500-ზე მეტი ადგილობრივი ვაზის ჯიშით და ქვევრში ღვინის დაყენების უნიკალური მეთოდით, რომელიც 2013 წლიდან იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შესული. გუდაური ლოჯის ენოთეკაში ქართული ღვინის უნიკალური კოლექციაა წარმოდგენილი, რომელთა ადგილზე დაგემოვნება ან შეძენა შეგიძლიათ.

ბილიარდის ოთახი

მყუდრო სივრცე სადაც შეგიძლიათ ითამაშოთ ბილიარდი და სასიამოვნო დრო გაატაროთ მეგობრებთან ერთად.

ლაუნჯი

მყუდრო, იზოლირებული სივრცე მათთვის, ვისაც სიმშვიდე და კომფორტი უყვარს — იდეალურია პოკერის საღამოებისთვის, ფილმის ჩვენებისთვის ან უბრალოდ მშვიდად დროის გასატარებლად.

კონცეპტუალური მაღაზია

ცნობილი ბრენდების ტანსაცმლიდან მთით შთაგონებულ სუვენირებამდე, ჩვენი კონცეპტუალური მაღაზია გთავაზობთ მუდმივად განახლებად კოლექციას, რომელიც გამოგადგებათ როგორც სასრიალოდ, ისე ყოველდღიურ ცხოვრებაში.