სასტუმრო

ზღვის დონიდან 2000 მეტრზე მდებარე გუდაური ლოჯი მთის კურორტზე დასვენებისა და განტვირთვის ახალ სტანდარტს ქმნის საქართველოში. პირველ სათხილამურო ბილიკთან მდებარე ski-in/ski-out ტიპის სასტუმრო გთავაზობთ თანამედროვე დიზაინს, ავთენტურ ქართულ სამზარეულოსა და სპა ცენტრს — ყველაფერს, რაც დაუვიწყარი სამთო თავგადასავლისთვის არის საჭირო. გუდაური ლოჯი არის ადგილი, სადაც თანამედროვე კომფორტი ერწყმის კავკასიონის ველურ ბუნებას.

Discover More

კურორტი

გუდაური თბილისიდან 120 კილომეტრში მდებარეობს. მზით განათებული კავკასიონის სამხრეთ ფერდობებზე გაშენებული გუდაური 1980-იანი წლების ბოლოს შეიქმნა და მცირე სამთო ბაზიდან საქართველოს ყველაზე დიდ და სწრაფად განვითარებად ზამთრის კურორტად იქცა, სადაც შთამბეჭდავი პეიზაჟები თანამედროვე სათხილამურო ინფრასტრუქტურას ერწყმის.

გუდაური 2000–3300 მეტრის სიმაღლეზეა გაშენებული და 80 კილომეტრზე მეტ დამუშავებულ, FIS-სერტიფიცირებულ ტრასას Doppelmayr-ისა და Poma-ს 14 თანამედროვე საბაგიროსთან აკავშირებს.ფართე ფერდობები, ღრმა და ფაფუკი თოვლი გუდაურს ნამდვილ სამოთხედ აქცევს freeride-ის მოყვარულებისთვის.

თბილისი

2 სთ 20 წთ (120 კმ)

გუდაურისკენ მიმავალი გზა ერთ-ერთი ყველაზე თვალწარმტაცია საქართველოში. თბილისიდან ჩრდილოეთით, დაახლოებით 120 კილომეტრი სიგრძის ისტორიული სამხედრო გზა საუკუნეების განმავლობაში აკავშირებდა ევროპასა და აზიას. საათნახევარში ბარიდან ალპურ ლანდშაფტში გადაინაცვლებთ და გზად საქართველოს მრავალ ღირსშესანიშნაობას აღმოაჩენთ.

მცხეთა

მცხეთა მტკვრისა და არაგვის შესართავთან მდებარეობს და საქართველოს უძველესი დედაქალაქია. UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ქალაქი ისტორიულ გზაჯვარედინზე მდებარეობს მდებარეობს და გამოირჩევა შუასაუკუნეების არქიტექტურითა და მრავალსაუკუნოვანი ისტორიით.

ჟინვალი

გუდაურიდან დაახლოებით 60 კმ-ში მდებარე ჟინვალის წყალსაცავი სამხედრო გზის ერთ-ერთი გამორჩეული ღირსშესანიშნაობაა. წყალსაცავი 1980-იან წლებში შეიქმნა თბილისისთვის წყლის მარაგის უზრუნველსაყოფად. მის ნაპირზე მდებარე ანანურის არქიტექტურული კომპლექსი პოპულარული გაჩერებაა მცირე შესვენებისთვის და პანორამული ხედებით დასატკბობად.

ანანური

ანანურის ციხესიმაგრე, რომელიც XVII საუკუნით თარიღდება, არაგვის ნაპირზე მდებარეობს და სამხედრო გზის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ისტორიული ნაგებობაა. საუკუნეების განმავლობაში იგი მნიშვნელოვან სტრატეგიულ როლს ასრულებდა და არაერთი ისტორიული მოვლენის მომსწრეა. როგორც ამ მარშრუტზე ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული ძეგლი, ანანური ნამდვილად ღირს მოსანახულებლად — ქართული არქიტექტურისა და ისტორიის უკეთ გასაცნობად.

ფასანაური

ფასანაური მთის სოფელია, რომელიც ტრადიციული სამზარეულოთი — განსაკუთრებით ხინკლით — არის ცნობილი. გზად აქ გაჩერება კარგი არჩევანია მცირე შესვენებისთვის და ადგილობრივი კერძების დასაგემოვნებლად.

ოთახები

გუდაური ლოჯი 5 კატეგორიის 121 ოთახს გთავაზობთ, სადაც ჰარმონიულად ერწყმის კომფორტი, სტილი და მთის ხასიათი. თანამედროვე ინტერიერი და დიზაინის დეტალები ქმნის ერთიან მყუდრო სივრცეს, სადაც მთაში გატარებული აქტიური დღის შემდეგ სასიამოვნოდ შეძლებთ დასვენებას.

ორადგილიანი ოთახი

კომფორტული სივრცე, სადაც ავეჯი და ინტერიერის დეტალები მშვიდ გარემოს ქმნის, რათა მთაში გატარებული დღის შემდეგ სრულფასოვნად შეძლოთ დასვენება. დაჯავშნისას შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი ერთი ან ორსაწოლიანი ოთახი.

დამატებითი მომსახურება

• მინიბარი
• უფასო ინტერნეტი
• სეიფი
• კეთილმოწყობილი სააბაზანო ოთახი

• ქართული ჩაისა და ყავის ასორტიმენტი
• აუზი, ღია ჯაკუზი, საუნა და სპორტული დარბაზი
• 24/7 მიმღები განყოფილება

*ოთახის ღირებულებაში შედის უგემრიელესი საუზმე.

ორადგილიანი ოთახი

ორადგილიანი ოთახი მთის ხედით გთავაზობთ ერთი ან ორი საწოლის არჩევანს და პანორამულ ხედებს სათხილამურო ბილიკებზე. თანამედროვე დიზაინით შექმნილი სივრცე უზრუნველყოფს კომფორტულ გარემოს, სადაც მთაში გატარებული დღის შემდეგ მშვიდად დაისვენებთ.

დამატებითი მომსახურება

• მინიბარი
• უფასო ინტერნეტი
• სეიფი
• კეთილმოწყობილი სააბაზანო ოთახი

• ქართული ჩაისა და ყავის ასორტიმენტი
• აუზი, ღია ჯაკუზი, საუნა და სპორტული დარბაზი
• 24/7 მიმღები განყოფილება

*ოთახის ღირებულებაში შედის უგემრიელესი საუზმე.

ჯუნიორ სუითი (მთის ხედი)

45 მ² ჯუნიორ სუითი გთავაზობთ ორ დამოუკიდებელ ოთახს პანორამული ხედებით. კომფორტზე და სიმარტივეზე ორიენტირებული სივრცე იდეალურია ხანგრძლივი დარჩენისთვის ან მაშინ, როცა მთაში დასვენებისას მეტი სივრცე გჭირდებათ.

დამატებითი მომსახურება

• მინიბარი
• უფასო ინტერნეტი
• სეიფი
• კეთილმოწყობილი სააბაზანო ოთახი

• ქართული ჩაისა და ყავის ასორტიმენტი
• აუზი, ღია ჯაკუზი, საუნა და სპორტული დარბაზი
• 24/7 მიმღები განყოფილება

*ოთახის ღირებულებაში შედის უგემრიელესი საუზმე.

ჯუნიორ სუითი

45 მ² ნათელი ჯუნიორ სუითი მოიცავს იზოლირებულ მისაღებ და საძინებელ ოთახს. იდეალურია ხანგრძლივი დარჩენისთვის და უზრუნველყოფს მყუდრო გარემოს კომფორტული დასვენებისთვის.

დამატებითი მომსახურება

• მინიბარი
• უფასო ინტერნეტი
• სეიფი
• კეთილმოწყობილი სააბაზანო ოთახი

• ქართული ჩაისა და ყავის ასორტიმენტი
• აუზი, ღია ჯაკუზი, საუნა და სპორტული დარბაზი
• 24/7 მიმღები განყოფილება

*ოთახის ღირებულებაში შედის უგემრიელესი საუზმე.

დუპლექსი

ორ სართულზე განლაგებული 115 მ² დუპლექს სუითი ორ საძინებელსა და ორ სააბაზანოს მოიცავს. კომფორტული განლაგება და თანამედროვე ინტერიერი იდეალური არჩევნია ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად მთაში დასასვენებლად.

დამატებითი მომსახურება

• მინიბარი
• უფასო ინტერნეტი
• სეიფი
• კეთილმოწყობილი სააბაზანო ოთახი

• ქართული ჩაისა და ყავის ასორტიმენტი
• აუზი, ღია ჯაკუზი, საუნა და სპორტული დარბაზი
• 24/7 მიმღები განყოფილება

*ოთახის ღირებულებაში შედის უგემრიელესი საუზმე.

შეხვედრები და ღონისძიებები

01 – 03

საკონფერენციო დარბაზები

გუდაური ლოჯი გთავაზობთ სამ ნათელ საკონფერენციო დარბაზს პანორამული ხედებით, რომლებიც მარტივად ერგება სხვადასხვა ფორმატის შეხვედრებსა და ტრენინგებს. თანამედროვე ტექნიკა და მოძრავი კედლები ეფექტურ სამუშაო გარემოს უზრუნველყოფს როგორც მცირე ჯგუფების, ისე მასშტაბური ღონისძიებებისთვის.

ღონისძიებები

თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და 180 სტუმრის მასპინძლობის შესაძლებლობით გუდაური ლოჯი არაჩვეულებრივი არჩევანია კორპორაციული შეხვედრების, გამოფენებისა თუ მასშტაბური წვეულებების დასაგეგმად. ჩვენი გამოცდილი გუნდი უზრუნველყოფს სანდო და ეფექტურ გარემოს ყველა სირთულის შეხვედრის შეუფერხებლად, მაღალი სტანდარტით ჩასატარებლად.

მისაღები სივრცე

ფართო მისაღები სივრცე იდეალურია ყავის შესვენებების, სტუმრების რეგისტრაციისა თუ არაფორმალური შეხვედრებისთვის. დღის სინათლე და მთის ხედები ქმნის სივრცეს, რომელიც ღონისძიების მსვლელობას ერთიან, კომფორტულ პროცესად აქცევს.