ზაფხულის აქტივობები

გუდაური ზაფხულში სრულიად განსხვავებულ გამოცდილებას გთავაზობთ. მშვიდ სეირნობას ანიჭებთ უპირატესობას თუ აქტიურ, ადრენალინით სავსე დასვენებას — ჩვენი გუნდი ნებისმიერ დროს დაგეხმარებათ თქვენი თავგადასავლების დაგეგმვაში.

ლაშქრობა და ექსკურსიები

ზაფხულში გუდაურში კავკასიონის სრულიად ახალ ხედებს აღმოაჩენთ. მსუბუქი ექსკურსია თუ ხანგრძლივი ლაშქრობა, გუდაურში თითოეული მარშრუტი თავისებურად უნიკალურია.

გუდაურიდან ყაზბეგისკენ მიმავალ ისტორიულ სამხედრო გზაზე საქართველოს ულამაზეს ლანდშაფტებსა მნიშვნელოვან ღირსშესანიშნაობებს შეხვდებით – ალპური სოფელი ჯუთა, შთამბეჭდავი ჭაუხის უღელტეხილი და ფერადი, მისტიკური თრუსოს ხეობა.

მთის კარტინგი

გამოსცადეთ მთის კარტინგი სპეციალურად მოწყობილი სამბორბლიანი კარტით, რომელიც ძრავის გარეშე სრიალებს სპეციალურად დამუშავებულ ბილიკებზე. მარტივი, სახალისო და ყველასთვის ხელმისაწვდომი გზა გუდაურის სრულიად ახალი კუთხით გასაცნობად.

სტეფანწმინდა (ყაზბეგი)

გუდაურიდან ჩრდილოეთით, ისტორიული სამხედრო გზა სტეფანწმინდამდე მიგიყვანთ. სწორედ აქედან იწყება გზა მწვერვალი ყაზბეგისკენ, სადაც ზღვის დონიდან დაახლოებით 2200 მეტრზე აღმართული XIV საუკუნის გერგეტის სამება მთელ ხეობას გადაჰყურებს. ტაძარი საქართველოს სულიერებისა და გამძლეობის ერთ-ერთ ყველაზე ამაღელვებელ სიმბოლოდ არის აღიარებული.

სტეფანწმინდამდე მიმავალი გზაც არანაკლებ საინტერესო და დასამახსოვრებელი გამოცდილებაა — მთის უღელტეხილებით, ცვალებადი პეიზაჟებითა და კავკასიონის შთამბეჭდავი ხედებით დატვირთული.

კვადროციკლის ტურები

ადრენალინის მოყვარულებს კვალიფიციური გიდების თანხლებით კვადროციკლის ტურს გთავაზბობთ. თქვენ აღმოაჩენთ ხეობებსა და უღელტეხილებს, გაივლით რთულ ბილიკებს და გუდაურის ზაფხულის პეიზაჟებს სრულიად ახალი კუთხით დაინახავთ.

პარაშუტით ხტომა

თუ გსურთ კავკასიონის სრულიად განსხვავებული რაკურსით აღმოჩენა, პარაშუტით ხტომა საუკეთესო არჩევანია. ზამთარში გუდაურიდან შესრულებული ფრენებისას თოვლიანი კავკასიონის ფართო ფერდებს სრულიად განსხვავებული კუთხით დაინახავთ.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ჩვენს მიმღებ განყოფილებას.

დაგვიკავშირდით

+995 322 200 600

მოგვწერეთ

info@gudaurilodge.ge