სპა

სპა გუდაური ლოჯის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა. მთაზე გატარებული დატვირთული დღის ბოლოს შეგიძლიათ ჩვენს სპაში განიტვირთოთ. აქ გარემო ბუნებრივად გეხმარებათ მოდუნებასა და ენერგიის აღდგენაში. ღია სივრცეები, გამაჯანსაღებელი თერაპიები და სრულად აღჭურვილი სავარჯიშო დარაზი თქვენს დასვენებას მშვიდს, დაბალანსებულს და კომფორტულს გახდის.

ღია ჯაკუზი

ზღვის დონიდან 2000 მეტრზე ღია ცის ქვეშ მდებარე და მუდმივად 38°C-მდე გამთბარი ჯაკუზი გუდაური ლოჯის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია. მთის სუსხიანი ჰაერი და თბილი წყალიდღის ნებისმიერ მონაკვეთში დაუვიწყარ გამოცდილებას გთავაზობთ.

აუზი

სამუშაო საათები: 10:00 – 00:00

დახურული აუზი მთაზე გატარებული დღის შემდეგ მშვიდ გარემოში დაგაბრუნებთ. შუშაბანდში ჩასმული ფართო აუზი ქმნის სივრცეს, სადაც შეგიძლიათ მშვიდად იცურაოთ, დაისვენოთ და დატკბეთ მთის ხედებით.

სპა და სავარჯიშო დარბაზი

სამუშაო საათები: 08:00 – 23:00

გუდაური ლოჯის სპაში კვალიფიციური თერაპევტები სპეციალურად თქვენზე მორგებულ გამაჯანსაღებელ პროცედურებს შემოგთავაზებენ. ისინი კი ვინც აქტიურ დასვენებას ანიჭებთ უპირატესობას, ჩვენი პატარა, თუმცა სრულად აღჭურვილი სავარჯიშო დარბაზი თანამედროვე ტრენაჟორებით მოგემსახურებათ.

მენიუს ნახვა
მშრალი საუნა მასაჟის ოთახი სავარჯიშო დარბაზი