ზამთრის აქტივობა

გუდაური ლოჯში ზამთარი ნიშნავს სრიალს, ახალ ფაფუკ თოვლს და თავგადასავლებით სავსე დღეებს. Ski-in/ski-out მდებარეობა, ინვენტარის ადგილზე ქირაობა, კვალიფიციური გიდის მომსახურება და პარაშუტით ხტომა — ყველაფერი რაც ზამთრის დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს შეგიქმნით სწორედ აქ იწყება.

სკი დეპო

გუდაური ლოჯის სკი დეპო მთაში ყოფნას ამარტივებს. აქ შეგიძლიათ თქვენი სპორტული ინვენტარი უსაფრთხოდ შეინახოთ და ყოველ დილას მზად იყოთ ახალი თავგადასავლებისა და სათხილამურო დღისთვის.

ინვენტარის ქირაობა

გუდაური ლოჯის სკი-დეპოში შეგიძლიათ იქირაოთ მსოფლიოში ცნობილი ბრენდების თხილამურები, სნოუბორდები, სათხილამურო ფეხსაცმელები, ჩაფხუტები და სხვა აუცილებელი სპორტული ინვენტარი. თუ პირველად დგახართ თხილამურებზე, ჩვენი სერტიფიცირებული ინსტრუქტორები კერძო გაკვეთილებითა და პრაქტიკული რჩევებით დაგეხმარებიან, რომ თავდაჯერებულად იგრძნოთ თავი და მთაში გატარებული დრო მაქსიმალურად სასიამოვნო გახადოთ.

სათხილამურო ტრასები

საქართველოს ყველაზე მაღალი ზამთრის კურორტი გუდაური ზღვის დონიდან 3279 მეტრს აღწევს და კავკასიონის სამხრეთ ფერდობებზეა გაშენებული.

80 კილომეტრზე მეტი FIS-სერტიფიცირებული ტრასები და 14 თანამედროვე საბაგირო ამოუწურავ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა კატეგორიის მოთხილამურეს. გუდაური ლოჯის ან კურორტის ოფიციალური ოპერატორების მეშვეობით სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დაჯავშნონ თავისუფალი სრიალი და ჰელისკი ტურები პროფესიონალი გიდების თანხლებით.

1,990–3,279 მ

სიმაღლის დიაპაზონი

1,290 მ

ვერტიკალური ვარდნა

80 კმ

სათხილამურო ფართობი

14

საბაგიროები (Doppelmayr & POMA)

Terrain: wide pistes, deep powder zones, extensive freeride, and backcountry access

ჰელისკი და თავისუფალი სრიალი: ხელმისაწვდომია ლიცენზირებული პარტნიორების მეშვეობით, ორგანიზებული გუდაური ლოჯის ან კურორტის ოფიციალური ოპერატორების მიერ.

FIS-სერტიფიცირებული
ტრასები:

7

6

10

4

პარაშუტით ხტომა

თუ გსურთ კავკასიონის სრულიად განსხვავებული რაკურსით აღმოჩენა, პარაშუტით ხტომა საუკეთესო არჩევანია. ზამთარში გუდაურიდან შესრულებული ფრენებისას თოვლიანი კავკასიონის ფართო ფერდებს სრულიად განსხვავებული კუთხით დაინახავთ.

სტეფანწმინდა

უკეთ გაიცანით საქართველოს მაღალმთიანი მხარე. დაგეგმეთ ტურები გუდაურიდან სტეფანწმინდამდე პროფესიონალი გიდის თანხლებით. ეწვიეთ ადგილობრივ ღირსშესანიშნაობებს, მთის უღელტეხილებსა და უალამაზეს ხეობებს.

ჰელისკი

გაუკვალავ თოვლში სრიალის მოყვარულებს გუდაურის ჰელისკი ტურები ამოუწურავ შესაძლებლობებს სთავაზობს. სერტიფიცირებული გიდების თანხლებით კავკასიონის შორეული ფერდობების დალაშქვრას შეძლებთ — სადაც უსაფრთხოება და პროფესიონალიზმი ყოველთვის უმნიშვნელოვანესია.

სკიტური

გუდაურში შეგიძლიათ სათხილამურო ტურები დაგეგმოთ. ულამაზესი ქედებიდან გაუკვალავ თოვლში გამოცდილი გიდების ხელმძღვანელობით დაეშვათ და გზად კავკასიონის მასშტაბური ზამთრის პეიზაჟებით დატკბეთ.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ჩვენს მიმღებ განყოფილებას.

დაგვიკავშირდით

+995 322 200 600

მოგვწერეთ

info@gudaurilodge.ge